რა არის კორონავირუსი?
კორონავირუსების ჯგუფი დაავადების გამომწვევი ვირუსების დიდი ოჯახია, რომელთაც სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სასუნთქი გზების ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ ადამიანებსა და ცხოველებში. წყარო 4 - იხილეთ აქ
ახალი ვირუსი Covid-19 (კორონავირუსი) არის რესპირატორული დაავადება*, რომელიც პირველად გამოვლინდა ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში, 2019 წლის 31 დეკემბერს. ვირუსი COVID-19 უკავშირდება ვირუსების იმავე ჯგუფს, რომელსაც განეკუთვნება „მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი“ (SARS) და გაციების ზოგიერთი ფორმა.
ვირუსის სახელწოდება მიმდინარეობს შემდეგი პრინციპით:
- CO - შემოკლებული „კორონა“ – CORONA;
- VI - შემოკლებული „ვირუსი“ – VIRUS;
- D - შემოკლებული „დაავადება“ – DISEASE.
როგორ ვრცელდება COVID-19 ვირუსი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?
ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. კორონავირუსს ახასიათებს ისეთი რესპირატორული სიმპტომები, როგორც: ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. თუმცა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია კორონავირუსის ტიპზე. აქედან გამომდინარე, კორონავირუსს რამდენიმე ტიპი შეიძლება ჰქონდეს, უფრო სწორად, დაავადების მიმდინარეობის ტიპი. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მძიმე ფორმაში, შეიძლება კი გაივლის ან სიმპტომების გარეშე ან/და არც ისე მძიმე ფორმაში. მძიმე შემთხვევებში, ინფექცია იწვევს პნევმონიას, მძიმე მწვავ რესპირატორულ სინდრომს, თირკმელების უკმარისობასა და სიკვდილსაც კი. წყარო 1 იხილეთ აქ
გარდა აღნიშნულ სიმპტომებს, დაავადებულს შეიძლება ჰქონდეს დაღლილების ხშირი შეგრძნება და მომატებული ტემპერატურა. დაავადებულს ნაკლებად ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორც სხეულის, ყელის, თავის ტკივილი, კონიუკტივიტი, იშვიათია ასევე სხეულზე გამონაყრის ქონა და ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვა. წყარო 8 იხილეთ აქ
რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ საკუთარი თავი? როგორ ავირიდოთ ინფიცირების რისკი?
- იმისთვის, რომ თავიდან ავაცილოთ ინფექცია და დავიცვათ საკუთარი თავი, უნდა დავიცვათ რამდენიმე რეკომენდაცია:
- უნდა ავერიდოთ თავი დაავადებული ადამიანებთან კონტაქტისგან;
- ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები საპნით, წყლით და გავაკეტოთ დიზინფექცია სპირტის ხსნარით;
- თავი უნდა ავერიდოთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან ან/და გარეულ ცხოველებთან;
- დროულად მივმართოთ ექიმს, თუ გვაქვს სიმპტომები.
რა არის ხელების სწორად დაბანის საუკეთესო გზა?
- უნდა დავისველოთ ხელები წყლით;
- წავისვათ საპონო;
- დავიბანოთ ხელები 20 წამის განმავლობაში;
- გავიშროთ ხელები ქსოვილის სუფთა პირსახოცით, ან, ჯობია, ერთჯერადი პირსახოცით;
- ხელები უნდა დავიბანოთ ხშირად, განსაკუთრებით ჭამის წინ, ცხვირის მოხოცვის, დაცემინების, დახველების, და ტუალეტის გამოყენების შემდეგ. სურათი იხილეთ აქ
· პირბადის ხმარება დაინფიცირებისგან სხვების დასაცავად არის საჭირო, ამიტომ არის რეკომენდებული მისი ხმარება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა გაქვთ დაავადების სიმპტომები ( ხველა ან ცემინება). პირბადის ტარებისას საჭიროა დავიცვათ მისი სწორად ხმარებისა და გადაგდების წესები, რათა ნიღბის ხმარება იყოს ეფექტური. მაგრამ მხოლოდ პირბადის ხმარება არ არის საკმარისი ინფექციიების შესაჩერებლად და ამ ქმედების გარდა, როგორც წეღან აღვნიშნეთ, საჭიროა ხელების ხშირი დაბანა, ხველებისა და ცემინების დროს პირის ღრუს დაფარვა და გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომების (ხველა, ცემინება, მომატებული ტემპერატურა) მქონე პირთან კონტაქტის თავიდან არიდება.
გვინდა მოგიყვანოთ კონკრეტული მაგალითი: საქართველოში ახლა მოქმედებს წესი, რომლის თანახმად არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც პირბადის ტარება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებენ 20 ლარით.
სურათი იხილეთ აქ
სოციალური დისტანცია, თვითიზოლაცია, იზოლაცია, ინკუბაციური პერიოდი
COVID-19 ვრცელების პარალელურად, სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის ისეთი ტერმინები, როგორიცაა „სოციალური დისტანცირება“, „თვითიზოლაცია“ , „იზოლაცია“ . რას ნიშნავს თითოეული მათგანი?
რა არის სოციალური დისტანცირება?
როგორც ვიცით, კორონავირუსის დროს გაუქმნდა ღონისძიებები, ოლიმპიადები, და ისეთი აქტივობები, სადაც მონაწილეობას იღებდა ბევრი ხალხი, შესაბამისად, ამგვარი შეკრებების გაუქმება, რომელიც ხალხმრავლობას ქმნის, არის სოციალური დისტანცირების კარგი მაგალითი. სოციალური დისტანცია იმისთვის სჭირდება, რომ ადამიანის შორის იყოს მანძილი, ეს კი ინფექციის თავიდან აცილებისთვის სჭირდება, რადგან, როგორც ვიცით, ვირუსი ვლინდება ადამიანიდან ადამიანზე. სხვა ადამიანებისგან მინიმუმ 1.5 – 2 მეტრით დაშორება ამცირებს COVID-19- ით დაინფიცირების შანსს.
სოციალური დისტანციის სხვა მაგალითებიც არსებობს, მაგალითად, ოფისის ნაცვლად სახლში მუშობა, დისტანციურ სწავლაზე გადასვლა, პირადი მონახულების გაუქმება. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვირუსი მალე გაქრეს და ჩვენ დავბრუნდეთ ჩვეულებრივ რეჯიმს, შეზღუდვების და აკრძალვების გარეშე.
პირები, რომლებიც არიან COVID-19-ით დაინფიცირების რისკის ქვეშ, შეიძლება იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. ჯანმრთელობის ექსპერტები გვირჩევენ, რომ თვითიზოლაცია უნდა გაგრძელდეს 14 დღის განმავლობაში. ორი კვირა არის საკმარისი იმისთვის, რომ გამოვლინდეს სიმპტომები.
თვითიზოლაციის პერიოდის დამთავრებისას, როცა უკვე არ გექნებათ სიმპტომები, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, იმასთან დაკავშირებით, რომ მოგცეს მიმართულება, თუ როგორ უნდა დაბრუნდეთ თქვენ თქვენს ჩვეულებრივ რეჯიმს. წყარო 2 იხილეთ აქ
თვითიზოლაციის დროს აუცილებლად დაცული უნდა იყოს ყველა წესი, მაგალითად, თვითიზოლაცია არ ნიშნავს მხოლოდ სახლიდან არ გასვლას, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული დროის განმავლობაში თქვენ უნდა იყოთ იზოლირებული ყველასგან, არ იყოთ ოჯახთან ერთად, რომ დაიცვათ ისინიც ვირუსის გადაცემისგან. წყარო 8 იხილეთ აქ
რა არის იზოლაცია?
თუ თვითიზოლაცია არის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დადასტურებული ვირუსი, მაგრამ აქვთ სიმპტომები, იზოლაცია არის უფრო სერიოზული - იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე დადასტურებული აქვთ კოვიდი. ზოგადად, იზოლაცია სამედიცინო ტერმინია, რომელიც ნიშნავს დაინფიცირებული ადამიანის არადაინფიცირებული ადამიანისგან დაცვას. იზოლაცია შეიძლება მოხდეს როგორც საავადმყოფოში, ასევე სხვა სამკურნალო დაწესებულებაში. კორონავირუსის დროს, რადგან საავადმყოფოებსა და სამკურნალო დაწესებულებებში არ იყო ადგილი დაავადებათა დიდი რაოდენობის გამო, იზოლაცია ოტელებსა და სასტუმროებებშიც ხდებოდა. იზოლაციის დროს პაციენტებისთვის გამოიყენება სპეციალური პერსონალური დაცვის აღჭურვილობა.
საინკუბაციო პერიოდი არის დრო ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლინებამდე. ახალი კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-დან 14 დღემდე. მაგრამ ყველაზე ხშირი ხანგრძლივობა, როგორც დადგინდა, არის 5 დღე. ინფორმაციის წყარო
სურათი იხილეთ აქ
ვინ მიეკუთვნება კორონავირუსის მაღალ რისკ ჯგუფებს?
დაავადება არის ისეთი რამ, რაც შეიძლება დაიმართოს ნებისმიერ ადამიანს, და თუ ორგანიზმი ძლიერია, იგი ამ დაავადებას დაძლევს, და თუ არა - შესაბამისად არა. რაც შეეხება კონკრეტულად კორონავირუსს, ამ ვირუსითაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, თუმცა, რისკის ქვეშ უფრო მეტად იმყოფებიან უფროსი თაობის წარმომადგენლები (>65 ასაკი). გარდა ამისა, როგორც დადგინდა, რისკის ქვეშ იმყოფებიან ისინებიც, რომლებსაც აქვთ შემდეგი დააავადებები:
- საშუალო ან მძიმე ფორმის ასთმა;
- დიაბეტი/ თირკმელების უკმარისობა, ჭარბი წონა;
- გულის ქრინიკული დაავადებები;
- იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობა (აივ/შიდსი);
- ფილთვების ქრონიკული დაავადება
რამდენ ხანს შეუძლია COVID-19-ს ზედაპირებზე არსებობა?
ეს, თუ რამდენ ხანს შეუძლია კორონავირუსს არსებობდეს ზედაპირზე, ზუსტად არ არის დადგენილი, თუმცა, ჩატარებული კვლევების შედეგებიდან გამომდინანარე, ეს დაააახლოებით რამდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდეა, მაგრამ, ეს მონაცემები იცვლებიან დროთა განმავლობაში, ყველაფერი არის დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე კონკრეტულ ქვეყანასა ან მთელ მსოფლიოში.
არაეფექტური მეტოდები კოვიდის დროს
კორონავირუსის დროს არ არის ეფექტური რამდენიმე პირბადის ხმარობა ერთდროულად. ასევე არ არის ეფექტური მოწევა, მიუხედავად ამისა, რომ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ის ადამიანის, რომელიც ეწევა, აქვს უფრო დაბალი რისკი დაავადდეს. პირიქით - თუ დაავადდება, უფრო მძიმე სახეში გაივლის ეს დაავადება, რადგან ფილტვები ისედაც უკვე დაზარალებული აქვს. და ბოლოს, კოვიდის დროს არ არის ეფექტური ანტიბიოტიკების მიღება. ამ ყველაფერს უნდა ავერიდოთ თავი, რადგან მათ პირიქით შეუძლიათ გამოიწვიონ ზიანი. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სიმპტომების გამოვლინებისას, პირველ რიგში, უნდა შეხვიდეთ თვითიზოლაციაში და გამოიძახოთ ექიმი, არ გააკეთოთ არაფერი დამოუკიდებლად.
სურათი იხილეთ აქ
ვაქცინა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ურჩევს ყველა ასაკის ადამიანს, რომ ვირუსისგან თავდაცვის მიზნით, მკაცრად დაიცვან ჰიგიენის წესები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან კორონავირუსის წინააღმდეგ შესაბამისი მედიკამენტებისა და ვაქცინის შესაქმნელად. ( წყარო 5 იხილეთ აქ)
კორონავირუსის ვაქცინა ჯერ ბოლომდე არი არის მოპოვებული. ოფიციალურად, ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს გამოცდა 170-ზე მეტ ვაქცინაზე, მაგრამ მათგან არც ერთი ჯერ ჯერობით არ არის დამტკიცებული და მხოლოდ რამდენიმე იმყოფებიან დამამთავრებულ, მესამე სტადიაზე.
სანამ ვაქცინას მასობრივად გამოიყენებენ, იგი უნდა გაიაროს 3 კლინიკური ფაზა, პირველი ფაზა, მეორე ფაზა, მესამე ფაზა. თოეულ ფაზას თავისი დანიშნულება და საჭიროება აქვს, მაგალითად, პირველი ფაზა გულისხმობს ტესტირებას ცხოველებზე და რამდენიმე ადამიანზე, მეორე ფაზა გულისხმობს ტესტირებას ასეულებოთ ადამიანზე და მესამე ფაზა უკვე ეხება ათასობით ადამიანის ტესტირებას. მხოლოდ სამივე ფაზის გავლის შემდეგ, ვაქცინა გადაეცემა თითოეულ ქვეყანას სპეციალური რეგისტრაციის მოთხოვნით და იწყება მისი მასობრივი გამოყენება.
დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინაცია დაიწყო უკვე რამდენიმე ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ყველას გველოდება ტესტირების კარგი შედეგი და ვაქცინის წარმატებული დახმარება. იმედია, მალე დროში ყველა გამოჯანმრთელდება და ვაქცინა ნამდვილად იმოქმედებს ისე, როგორ უნდა.
სტატისტიკა
რა დაბრკოლების ქვეშ აღმოჩნდა მსოფლიო კორონა ვირუსის გამო?
ახალი კორონავირუსი, შექმნილი ვითარება, პანდემია, კარანტინი - ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკაზე, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე ერთად, რადგან პანდემიამ შეეხო მსოფლიოს ყველა ქვეყანას, მდიდარსა და ღარიბს, განვითარებულ და განუვითარებულ. პირველი დაბრკოლება, შესაბამისად, მოხდა ტურიზმის მხრიდან, რადგან თითქმის ყველა ქვეყანა ჩაკეტა საზღვრები. აქვე გვინდა მოგიყვანოთ საქართველოს მაგალითი. საქართველოში ტურიზმი არის ერთ-ერთი განვითარებული სფერო, საიდანაც ფული შემოდის ქვეყნის ბიუჯეტში და რით ძლიერდება ეკონომიკა. თავად საქართველო არის პოპულარული ტურისტებს შორის - მას ყოველ წელს იწვევენ ბევრი ტურისტი , მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით, საქართველო მოეწვია დაახლოებით 2-მა მილიონმა საერთაშორისო ტურისტმა. აქედან გამომდინარე, პანდემიის დროს, რადგან საქართველომ ჩაკეთა საზღვრები, ტურიზმი შეჩერდა, ეს კი იყო დიდი დარტყმა საქართველოს ეკონომიკისთვის. დამატებითად, არ მუშაობდნენ უნივერსიტეტები და სკოლები, სადაც მუშობდნენ უნიფუდები, ბიბლიოთეკები, ასევე, დაკეთილი იყო ყველა რესტორანი და კაფე.
რა სასიკეთო მხარეები ჰქონდა კორონავირუსს?
გარდა ცუდ ყველაფრისა, კორონა ვირუსს აქვს ერთი, და , შეიძლება ყველაზე დიდი დამსახურება, სასიკეთო მხარე. როგორც ვიცით, ჰაერის დაბინძურება ბოლო წლების განმავლობაში გახდა ერთ-ერთი აქტუალური და აუცილებლად მოსაგვარებადი თემა. ესეც ცნობილია, რომ ამის მიზეზი არის ტრანსპორტი და აირები. რადგან პანდემიის დროს იყო შეჩერებული ტრანსპორტის მუშაობა, ჰაერი შედარებით გაიწმინდა, რაც არის ძალიან კარგი.
კორონავირუსი და საქართველო
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ზოგადად, კორონავირუსი გლობალურ ეპიდემიად გამოცხადებული იყო 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან.
საქართველომ საზღვრები უცხო ქვეყნებთან ჩაიკეთა 18 მარტს. ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს 21 მარტს 2020 წელს. 22-23 მარტს, ღამეს, იყო დაფიქსირებული კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა, რის გამოც დაკეტდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.
30 მარტს 2020 წელს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოცხადა ე.წ."საყოველთაო კარანტინი", ასევე გამოცხადებული იყო კომენდანტის საათი - კონკრეტულ საათებში გადაადგილება იყო შეზღუდული, კონკრეტულად, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე.
საგანგებო სიტუაციის პირობებში შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტი, აიკრძალა სამზე მეტი პირის მგზავრობა ავტომანქანით; გარკვეული პერიოდი, კერძოდ 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, საერთოდ აკრძალული იყო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. გადაადგილებისას ხალხი იყენებდა ისეთ ალტერნატიულ საშუალებას, როგორიცაა ველოსიპედი. ძალიან საინტერესო და არაჩვეულებრივი იყო, როცა გარეთ არ იყო არცერთი მანქანა, გზები ცარიელი იყო, ყველა ველოსიპედით ან მოპედით მოძრაობდა.
რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა იძულებული იყო იცხოვროს ასეთ პირობებში. აუცილებელი იყო პირბადების ტარება დაკეტილ სივრცეებში, მთავრობამ მოუწოდა ხალხს სახლში დარჩენისკენ.
კორონავირუსის გამო 192 ქვეყანაში დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაგრამ მხოლოდ 50 ქვეყანა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, მათ შორის საქართველო, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვა.
ზაფხულში საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესდა, შეზღუდვები მოიხსნა და ყველამ თითქმის დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჯიმს. თუმცა, სექტემბერში დაიწყო მეორე ტალღა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. სიტუაცია იყო ძალიან რთული, რის გამოც მთავრობამ იძულებული გახდა შეიტანოს შეზღუდვები. ახლა საქართველოში მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები ( 28 ნოემბრიდან) : არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მხოლოდ ტაქსი; არ მუშაობს სავაჭრო ცენტრები; კაფეები და რესტორნები გადავიდნენ გატანის სერვისზე; სკოლები და უნივერსიტეტები ისევ დისტანციურ სწავლებაზე არიან; გამოცხადებულია კომენდანტის საათი. ჯერჯერობით, შეზღუდვები ძალაში დარჩებიან 31 იანვრამდე, მერე, როგორ აცხადებენ, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემოლოგიურ სიტუაციაზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ 18 იანვარს განახლდა სასწავლო პროცესი სკოლებში საშობაო არდადეგებების შემდეგ ისევ ონლაინ ფორმატში.
საქართველოს მთავრობამ ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს მოქალაქეებს ასეთ რთულ პერიოდში, რადგან ბევრმა ადამიანმა პანდემიის გამო დაკარგა სამუშაო და, შესაბამისად, შემოსავლის წყარო. მთავრობას ჰქონდა 6-თვიანი 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის პროგრამა, რომელიც მათ წარმატებით დააასრულეს და ყველა, ვინც დაკარგა სამუშაო კარანტინის დროს, 6 თვის განმავლობაში იღებდა 200 ლარს. პროგრამა ახლაც ამოქმედდა, დაიწყო განცხადებების მიღება და კომპენსაციის გადასცემა დაიწყება 28 იანვარს. ასევე, მთავრობამ მისცა ერთჯერადი 200 ლარიანი კომპენსაცია 17 წლის ასაკამდე ყველა ბავშვს.
სურათი იხილეთ აქ
საქართველოში დაავადებულებთა რეკორდული რაოდენობა იყო 5 დეკემბერს 2020 წლის - 5450 ადამიანი. დღევანდელი მონაცემებით, 19.01.2021, საქართველოში 248.000 დაინფიცირებულია, მათ შორის 233.000 გამოჯანმრთელდა, და 2933 გარდაიცვალა. რაც შეეხება მთელ მსოფლიოს, ჯამში, დაინფიცირებულთა რაოდენა შეადგენს 92.5 მლნ ადამიანს, მათ შორის 52.5მლნ გამოჯანმრთელებული და 2.03 მლნ გარდაცვლილი.
დღესდღეობით, სიტუაცია ასეთია. იმედია, რომ მალე ყველა შეზღუდვა მოიხსნება , ყველაფერი გაიხსნება, ვირუსი გაქრება და ჩვენ დავბრუნდებით ჩვეულებრივ ცხოვრებას და ასეთი რამ არ გამეორდება.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მოგეწონათ ჩვენი ბლოგი, თქვენთვის იყო საინტერესო მისი წაკითხვა და ბევრი რამ გაიგეთ ახალი. არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია დაეხმაროს COVID-19-ის გავრცელების ტემპის შენელებას. თქვენი წილი პასუხისმგებლობის დაცვით, შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას და მადლობა ყურადღებისთვის.
იხილეთ აქ
No comments:
Post a Comment